@letter.ge
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება letter.ge-ზე! ჩვენი ქართული საფოსტო ყუთის შესაქმნელად და გასააქტიურებლად, გთხოვთ, მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ მარტივ ნაბიჯებს:
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია
- ვებგვერდის მთავარ გვერდზე დააჭირეთ წითელ ღილაკს რეგისტრაცია.
- გახსნილ ფანჯარაში, ყველა სავალდებულო ველში შეიყვანეთ თქვენი საჭირო ინფორმაცია.
- ყურადღებით გაეცანით საიტის წესებს და პირობებს, მონიშნეთ თანხმობის ველი (ე.წ. „პწიჩკა“).
- მონაცემების გადასაგზავნად დააჭირეთ ღილაკს Submit.
- თქვენი განაცხადი გადავა მოდერაციის ეტაპზე, სადაც ადმინისტრაცია გადაამოწმებს მონაცემებს.
- მოდერაციის გავლის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო არხზე გამოგეგზავნებათ ანგარიშის რეკვიზიტები მომსახურების საფასურის ჩასარიცხად.
- ჩარიცხვის დადასტურებისთანავე, თქვენ მოგეწოდებათ დროებითი პაროლი.
მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესი: სისტემაში პირველივე შესვლისას აუცილებლად შეცვალეთ დროებითი პაროლი თქვენი პირადი, უსაფრთხო პაროლით, რომელიც არავის არ უნდა გაანდოთ!
ამით რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება და თქვენ შეძლებთ სრულფასოვნად ისარგებლოთ ქართული საფოსტო ყუთით letter.ge.
თუ რეგისტრაციის პროცესში რაიმე სირთულეს წააწყდებით, მთავარ გვერდზე იპოვით მწვანე წარწერას დახმარება, რომელზე დაჭერითაც პირდაპირ გადახვალთ WhatsApp-ის ჩატში და შეძლებთ მოგვწეროთ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.
როგორ შევიდეთ ელექტრონულ ფოსტაში?
ჩვენი ფოსტის ჰოსტინგი უზრუნველყოფილია Zoho-ს მიერ, რაც გაძლევთ საშუალებას შეამოწმოთ მეილი როგორც ჩვენი საიტიდან, ასევე ნებისმიერი პოპულარული მეილ აგენტის მეშვეობით:
- ვებგვერდის მეშვეობით (Webmail): პირდაპირ letter.ge საიტის მეშვეობით, შესვლა ღილაკზე დაჭერით, სპეციალური შესასვლელი ფორმიდან.
- მობილური აპლიკაციით: Zoho Mail-ის ოფიციალური აპლიკაციით (iOS / Android) ან ტელეფონის ჩაშენებული იმეილ კლიენტით (Apple Mail, Samsung Mail).
- კომპიუტერის პროგრამებით: Microsoft Outlook, Mozilla Thunderbird ან Apple Mail (Mac).
- სხვა მეილ აგენტებით: თქვენ შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენი ფოსტა Gmail-ის ან Yahoo-ს პლატფორმებს (IMAP/POP3 პროტოკოლების გამოყენებით).